ენერგიის მიღების ალტერნატიული გზები

ტყეების გაჩეხვა მთელ რიგ პრობლემებს უქმნის სოფლის მოსახლეობას. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმ ბუნებრივ რესურსებს, რითაც მდიდარია ჩვენი სოფელი.

სოფელი კორბოული მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ქრის როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტერიტორიის 90%  საშუალებას იძლევა განლაგდეს ქარის ელ.სადგურები. აქ მიღებული ელ. ენერგია დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან 1 ჰა-დან შესაძლებელია დაახლოებით 250 მგვტ, ზოგან 300მგვტ ელ. ენერგიის მიღება.

ელ. ენერგიის მისაღებად შესაძლებელია კვლავ აღდგეს მდინარე ძირულაზე მდებარე მცირე სიმძლავრის ჰესი.

დიდი მნიშვნელობა აქვს ტყეს, რომელიც მდიდარია ძვირფასმერქნიანი ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებით, ბუჩქნარებით, რომელთა ნაყოფი გამოყენებულია სამკურნალოდ და საკვებად (პოპულარული ჯონჯოლი, ეკალა, შინდი) ბევრია სოკო: ნიყვი, მიქლიო, მანჭკვალა, ქამა და სხვა..

ამიტომ ტყეს გააჩნია არამარტო ის ძირითადი ფუნქციები (ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაცვა), არამედ გავლენა მოახდინა მოსახლეობის სეზონურ საქმიანობაზე, რაც ზრდის ოჯახის შემოსავალს.

გარდა შემგროვებლობისა , რომელიც სეზონურობით გამოირჩევა, სოფლის მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია საკუთარ მეურნეობაში, რომელიც განსაზღვრავს მათ მთავარ შემოსავალის წყაროს. მათ მიერ მოწეული მოსავალი და რძის პროდუქტები ამშვენებს და უზრუნველყოფს არა მარტო ადგილობრივ, არამედ რაიონისა და ქალაქ თბილისის საკოულმეურნეო ბაზრებს.

მოსახლეობა მისდევს მიწათმოქმედებას (მესიმინდეობა, პარკოსანი  კულტურების მოყვანას, მებოსტნეობა – მებაღჩეობას, მევენახეობას, მეხილეობას) და მეცხოველეობას (მესაქონლეობა და მეცხვარეობა) გარდა იმ მიწებისა, რომელიც პრივატიზაციის სახით (2205 ჰა) კერძო საკუთრებაშია და გამოყენებულია სურვილისამებრ, დარჩენილ 550 ჰა მიწას თუ ჩვენ გამოვიყენებთ მარცვლეულ კულტურის, კერძოდ, საშემოდგომო ხორბლის მოყვანისათვის, ეს განსაზღვრავს ცხვრისა და რქოსანი პირუტყვის რაოდენობრივ ზრდას, რომელიც თავის მხრივ გაზრდის ბიოგაზის მიღების პერსპექტივებს.

დატოვე კომენტარი