სოფლის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

სოფელმა XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველ ნახევარში გადაიტანა შავი ჭირის ეპიდემია,მუცლისტიფი და ინფექციური დაავადება, რომელიც სოფელში „დიდი ბატონების“ სახდელითაა ცნობილი.

აღნიშნულმა დაავადებამ სოფელ კორბოულის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმსხვერპლა, განსაკუთრებით ბავშვები. სოფლის უხუცესები დღესაც საუბრობენ სისვაძეების უბანში ქრისტეფორე სისვაძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომლის 7 სულიანი ოჯახი მუცლისტიფის მსხვერპლი გახდა, თვითონ შემთხვევით გადარჩა იმის გამო,რომ კახეთში სამუშაოდ იყო წასული.

მედიცინის განვითარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანთა მდგომარეობა და გაზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

დღეს სოფ. კორბოულის მოსახლეობას აქვს ამბულატორია,რომელიც 1995 წლამდე წარმოადგენდა 30 ავადმყოფზე გათვლილ სტაციონარს. ამჟამად ამბულატორიაში მუშაობს 3 ოჯახის ექიმი, 1 სტომატოლოგი, ლაბორანტი და 5 ექთანი. ამბულატორიას რემონტი ჩაუტარდა 2006 წელს.

სოფლის მოსახლეობის რაოდენობაზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორვ პირველმა, ასევე მეორე მსოფლიო ომმა. ჩვენი სოფლიდან მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, სადაც დაიღუპა უჩა მაჭარაშვილი და უგზოუკვლოდ დაიკარგნენ: ენგური და შალვა მაჭარაშვილები. მათი სახელები თბილისში გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალურ დაფაზეა განთავსებული.

1991 წლის 29 აპრილს საჩხერის რაიონში მომხდარი მიწისძვრა (7,1 ბალი) სოფელ კორბოულსაც შეეხო,დაანგრია და დააზიანა 853 საცხოვრებელი სახლი.

დატოვე კომენტარი