კვარცის ქვიშები

ბუნებრივი რესურსები

ჰავის მკაცრი თავისებურებები აყალიბებენ მდინარეთა შესაბამის ქსელს. როგორც აღvნიშნე მთ. მდინარეებია ფრონე და ძირულა ნაწილობრივ.ხოლო დუმალა საკუთრივ კორბოულისა- შენაკადებითურთ. ძირულა სათავეს იღებს ერწოს ტბის ქვაბულიდან. აქვს მარჯვენა შენაკადები კორბოულის მხრიდან- გაბანდულა, საკანაფურა,საჩქეფელა და სხვა. მდ. დუმალა სათავეს იღებს ბოგიწვრებისა და ეწრების სერებიდან, ისინი ძირითადად საზრდოობენ ატმ. ნალექებით- მცირედად მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულობით თოვლის მასიური დნობისას, წყალმოვარდნა კი თავსხმა წვიმების დროს.

მდინარეთა ეკონომოკური გამოყენება შეიძლება ძირულაში- ჰესებში. იგი მთის ენერგიული მდინარეა. საბჭოურ ეპოქაში მასზე 4178180062_e2c1ec6d63_oმუშაობდა ძირულჰესი, ეხლა კი მის ხეობაში მცხოვრებთ აქვთ ამხანაგური მცირე სიმძლავრის ჰესები. რაც შეეხება დუმალას იგი შრობადია და ხასიათდება განსაკუთრებული თვისებებით. ამიტომ მისი გამოყენება სამრეწველო თვალსაზრისით არ ხდება. გარდა იმისა რომ კორბოულისა და ბერეთისის საზღვარზე მოწყობილია დიდი წყალსაცავი , საიდანაც წყალი იტუმბება ჭიათურის სოფლებში მოსარწყავად.

მდ. ფრონე მცირეა, იგი დუმალასთან ერთად ჭიათურის ტერიტორიაზე უერთდება საკრაულას დაჩხირიმელასთან ერთად ორივენი ძირულას უერთდებიან.

კორბოულში ტბები არაა.

სოფელი კორბოული ბუნებრივი რესურსებით განებივრებული არაა. მას აქვს ტყის მასივები,როგორც ფართო ფოთლოვანი,ასევე წიწვოვანებიც.მწირი სათიბებიდა საძოვრები. ფლორისა და ფაუნის გარკვეული ტიპი.ბუნებრივი და რადიოაქტიური წყაროები.

სოფლის მიწის ფონდი შეადგენს 7435 ჰა-ს,რომელიც ასევე მწირია.ნიადაგის სახეებიდან წარმოდგენილია:მთის ნიადაგები,

კვარცის ქვიშები

კვარცის ქვიშები

ეწერ ნაცრისფერი,ტუტე და ალუვიური ნიადაგები.

მიწის ფონდი განაწილებულია შემდეგნაირად:

სახნავი-2150 ჰა

საძოვარი-1315 ჰა

მრავალწლიანი ნარგავები-7 ჰა

სათიბი 40 ჰა

რეზერვი-20 ჰა

ტყე ,ბუჩქნარი-3098 ჰა

დანარჩენი ნიადაგები-805 ჰა

პრივატიზაციის დროს თითოეულ გლეხს დაურიგდა 1,25 ჰა,სულ 2600 ჰა.

წიაღისეულიდან კორბოულში უხვადაა ფაიფურ-ფაინსის და მინის ტარის წარმოებისთვის კვარცი და ქვიშა,დანალექი კირქვები,ბაზალტი.აქ არისტუფოგენური მასები.ვარაუდია რომძირულის ხეობაში და გორაძირის მიდამოებში არისურანი.

დატოვე კომენტარი