ადათ-წესები, ტრადიციები

სოფლისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „ბატონების“ ლოცვით, სიმღერით, ხონჩით, რიდითა და მოკრძალებით გაცილება. ხოლო დიდმარხვის პირველი ორშაბათი „ბატონების დღედ“, თეთრი ორშაბათის სახელითაა ცნობილი. ამ დღეს იმ ოჯახებში, სადაც პატარები არიან, ზეიმი იმართება. ეს დღე „უქმე“ დღედაც ითვლება. მაისის თვის მესამე ორშაბათს მოსახლეობა აღნიშნავს „კოხინჯრობის“ დღესასწაულს, რომელიც წარმართული დროიდან მოდის. (სეტყვისგან თავის დაცვა). გვალვის პერიოდში სოფლის ცხრა სხვადასხვა გვარის ქალი იკრიბება სოფლის გზაჯვარედინზე ცოცხებით, გვიან გზას და თან მღერიან:

გონჯა მოდგა კარებსა,

აბრიალებს თვალებსა

აღარ გვინდა გოროხი

ახლა გვინდა ტალახი.“

ამ სიმღერის შემდეგ ქალები ერთმანეთს წუწავენ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გაწვიმდეს და კარგი მოსავალი მოვიდეს. წარმართობის დროინდელია ასევე „მარეშალობა“ რომელსაც ჩვენ სოფელში ხორციელის კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ. ოჯახის დიასახლისი ქათამს ორ დღეს არაფერს აჭმევს შემდეგ ქათამი იკვლება სახლში წმინდა ადგილზე. მის ხორცს ჭამს ოჯახის ყველა წევრი. ქათმის ბუმბული და ძვლები აუცილებლად უნდა დაიწვას. ტრადიცია ითვალისწინებს ოჯახში ფრინველის მომრავლებას.

დატოვე კომენტარი