მოსახლეობა

კორბოულში 2073. აქედან ზოგიერთები დროებით მცოვრებნი არიან, ხოლო ზოგიერთები სოფელში რეგისტრირებულნი არ არიან, მაგრამ აქ ცხოვრობენ. მოსახლეობის სულადობა შეადგენს 6781 კაცს. მოსახლეობის ეროვნული შედგენილობა თითქმის ერთფეროვანია. მოსახლეობის დიდი ნაწილი განსახლებულია წყნარ უპრობლემო, ძირითადად მცენარეთა გასწვრივ ხეობებში – იქ აღინიშნება სიმჭიდროვე, მაგრამ ისეთი ადგილებიცაა, სადაც მოსახლეობა საერთოდ არაა, ცუდი და რთული პირობების გამო. საშუალო სიმჭიდროვე 1კმ2 შეადგენს 12 კაცს. დღეისათვს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამუშაოდ გასულია ქვეყნის გარეთ.

კორბოული საარსებო რესურსებით ნაკლებ უზრუნველყოფილია და მკაცერი კლიმატური პირობებით ხასიათდება.

საშუალო განათლების მიღებისთანავე მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა იმავე წელს ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში.

კორბოულმა მეორე მსოფლიო ომში სამშობლოს დასაცავად პირველსავე გამოცხადებაზე გაისტუმრა 958 კაცი, 535 კაცი შეეწირა სამშობლოსCapture

როგორც მთელ საქართველოში, კორბოულშიც ბუნებრივი ნამატი დაბალი იყო, ხოლო სადღეისოდ ეს პროცესი თანდათან სტაბილური ხდება. ეს აიხსნება წინა წლებში  ქვეყანაში არსებული კონფლიქტებითა და ეკონომიკური კრიზისებით, რომლებიც სადღეისოდ ისტორიას ჩაბარდნენ. სიკვდილიანობის რიცხვი მაღალია ხანდაზმულთა ხარჯზე.

კორბოულში გავრცელებული გავრები არიან : გოგალაძეები,გაფრინდაშვილები,კაპანაძეები,კილაძეები,გოგატიშვილები,გულიაშვილები,ბასილიძეები,

არჯევანიძეები,ცერცვაძეები,სისვაძეები,ტალახაძეები,ტეფნაძეები,შეყლაშვილები,მაქაძეები,

ღონღაძეები,ბუხრაიძეები,ნოზაძეები,ცარციძეები,ხომასურიძეები და ა.შ.

დატოვე კომენტარი