ენერგიის მიღების ალტერნატიული გზები

ტყეების გაჩეხვა მთელ რიგ პრობლემებს უქმნის სოფლის მოსახლეობას. ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმ ბუნებრივ რესურსებს, რითაც მდიდარია ჩვენი სოფელი.

სოფელი კორბოული მდებარეობს ზემო იმერეთის პლატოზე. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ქრის როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტერიტორიის 90%  საშუალებას იძლევა განლაგდეს ქარის ელ.სადგურები. აქ მიღებული ელ. ენერგია დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან 1 ჰა-დან შესაძლებელია დაახლოებით 250 მგვტ, ზოგან 300მგვტ ელ. ენერგიის მიღება.

ელ. ენერგიის მისაღებად შესაძლებელია კვლავ აღდგეს მდინარე ძირულაზე მდებარე მცირე სიმძლავრის ჰესი.

დიდი მნიშვნელობა აქვს ტყეს, რომელიც მდიდარია ძვირფასმერქნიანი ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებით, ბუჩქნარებით, რომელთა ნაყოფი გამოყენებულია სამკურნალოდ და საკვებად (პოპულარული ჯონჯოლი, ეკალა, შინდი) ბევრია სოკო: ნიყვი, მიქლიო, მანჭკვალა, ქამა და სხვა..

ამიტომ ტყეს გააჩნია არამარტო ის ძირითადი ფუნქციები (ნიადაგის, წყლის, ჰაერის დაცვა), არამედ გავლენა მოახდინა მოსახლეობის სეზონურ საქმიანობაზე, რაც ზრდის ოჯახის შემოსავალს.

გარდა შემგროვებლობისა , რომელიც სეზონურობით გამოირჩევა, სოფლის მოსახლეობა ძირითადად დასაქმებულია საკუთარ მეურნეობაში, რომელიც განსაზღვრავს მათ მთავარ შემოსავალის წყაროს. მათ მიერ მოწეული მოსავალი და რძის პროდუქტები ამშვენებს და უზრუნველყოფს არა მარტო ადგილობრივ, არამედ რაიონისა და ქალაქ თბილისის საკოულმეურნეო ბაზრებს.

მოსახლეობა მისდევს მიწათმოქმედებას (მესიმინდეობა, პარკოსანი  კულტურების მოყვანას, მებოსტნეობა – მებაღჩეობას, მევენახეობას, მეხილეობას) და მეცხოველეობას (მესაქონლეობა და მეცხვარეობა) გარდა იმ მიწებისა, რომელიც პრივატიზაციის სახით (2205 ჰა) კერძო საკუთრებაშია და გამოყენებულია სურვილისამებრ, დარჩენილ 550 ჰა მიწას თუ ჩვენ გამოვიყენებთ მარცვლეულ კულტურის, კერძოდ, საშემოდგომო ხორბლის მოყვანისათვის, ეს განსაზღვრავს ცხვრისა და რქოსანი პირუტყვის რაოდენობრივ ზრდას, რომელიც თავის მხრივ გაზრდის ბიოგაზის მიღების პერსპექტივებს.

ეკოლოგიური პრობლემები

საქართველოში მომხდარმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, და სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა გავლენა მოახდინა ჩვენი სოფლის ეკონმიკაზე, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.

დღეს ჩვენი სოფლის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ეკოლოგიური პრობლემა.

ისევე როგორც მთელ საქართველოში, ასევე ჩვენს სოფელშიდაც ინტენსიურად და უსისტემოდ მომდინარეობს ტყის გაჩეხვა.

მოსახლეობა ხე-ტყეს გამოიყენებს მშენებლობაში, იგი წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და ყოველწლიურად დაახლოებით 20 ათ კბ.მ იყენებს გასათბობად. მცენარეების ასეთმა უსისტემო ჭრამ გამოიწვია ყველა ის პრობლემა, რაც თან ახლავს ტყის გაჩეხვას (ეროზია- ბედლენდების წარმოქმნა, მეწყერსაშიში ტერიტორიებისა და ქარის სიჩქარის ზრდა, ცხოველთა სამყაროს გაღარიბება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაყოფიერების დაქვეითება)

ტყეების გაჩეხვით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს ემატება ის, რომ სოფელი კორბოული მდებარეობს იმ საავტომობილო მაგისტრალზე, რომლითაც ჭიათურა და საჩხერის რაიონის მოსახლეობა უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოს. სწორედ ამ გზის საშუალებით ხოეციელდება საჩხერის რაიონში ღია კარიერული წესით მოპოვებული კვარცის ქვიშებისა და ჭიათური- მანგანუმის სატვირთო მანქანებიტ ტრანსპორტირება. ხდება ქარისმიერი ქვიშის ატაცება, ატმოსფერულ ჰაერში მისი შერევა, გარემოს დაბინძურება, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სოფლის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები

სოფელმა XIX საუკუნისა და XX საუკუნის პირველ ნახევარში გადაიტანა შავი ჭირის ეპიდემია,მუცლისტიფი და ინფექციური დაავადება, რომელიც სოფელში „დიდი ბატონების“ სახდელითაა ცნობილი.

აღნიშნულმა დაავადებამ სოფელ კორბოულის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმსხვერპლა, განსაკუთრებით ბავშვები. სოფლის უხუცესები დღესაც საუბრობენ სისვაძეების უბანში ქრისტეფორე სისვაძის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომლის 7 სულიანი ოჯახი მუცლისტიფის მსხვერპლი გახდა, თვითონ შემთხვევით გადარჩა იმის გამო,რომ კახეთში სამუშაოდ იყო წასული.

მედიცინის განვითარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანთა მდგომარეობა და გაზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

დღეს სოფ. კორბოულის მოსახლეობას აქვს ამბულატორია,რომელიც 1995 წლამდე წარმოადგენდა 30 ავადმყოფზე გათვლილ სტაციონარს. ამჟამად ამბულატორიაში მუშაობს 3 ოჯახის ექიმი, 1 სტომატოლოგი, ლაბორანტი და 5 ექთანი. ამბულატორიას რემონტი ჩაუტარდა 2006 წელს.

სოფლის მოსახლეობის რაოდენობაზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორვ პირველმა, ასევე მეორე მსოფლიო ომმა. ჩვენი სოფლიდან მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, სადაც დაიღუპა უჩა მაჭარაშვილი და უგზოუკვლოდ დაიკარგნენ: ენგური და შალვა მაჭარაშვილები. მათი სახელები თბილისში გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალურ დაფაზეა განთავსებული.

1991 წლის 29 აპრილს საჩხერის რაიონში მომხდარი მიწისძვრა (7,1 ბალი) სოფელ კორბოულსაც შეეხო,დაანგრია და დააზიანა 853 საცხოვრებელი სახლი.

კულტურული ძეგლები

კორბოულის ტერიტორიაზე ფიქსირებული კულტურული ძეგლებია:

შომახეთის  ზარნალის VI საუკუნის  წმნდა გიორგის სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის,ღვთისმშობლის,ჯვართამაღლების,წმინდა გიორგი ძლევის  (ძველი და ახალი) სახელობის ეკლესიები,სისვაძეების უბანში წმინდა გიორგის სახელობის, კაპანაძეებში კვირათცხოვლის, ნიგვზარაში იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, მათ შორის ღვთისმშობლისა და ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიებზე შემორჩენილოია წარწერები.

ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზეშესრულებული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ იგი ასენებულია 1878-1879 სლებში სოსია პეტრეს ძე მაჭარაშვილის მიერ, დავით პეტრეს ძე გაფრინდაშვილის  შრომით და მეცადინეობით. ეკლესიის მშენებელი ყოფილა ვინმე ბერძენი თდორე, ხოლო წარწერები გაუკეთებია მთავარ დიაკონს, ილარიონ მაჭარაშვილს.

ისტორიული ძეგლი მოსახლეობაში უფრო მეტად წითელი ეკლესიის სახელითაა ცნობილი,რადგან ეკლესიისნ სახურავის ქვემოთ კედელზე წითელი აგური ჰქონდა სართყლის სახით შემოვლებული,საიდანაც წარმოდგა მისი სახელწოდება „წითელი ეკლესია“.ეკლესია ამჟამად რესტავრირებულია სოფელ კორბოულში მცხოვრებ დავით და კოტე კაპანაძეების მიერ . 21 სექტემბერს სოფელში აღინიშნება დღესას წაული  „ღვთისმშობლობა“ თუმცა არა ფართომაშტაბით.

XX  საუკუნის მიწურულს და XXI  საუკუნის დასაწყისში სოფელ კორბოულში აიგო სამი ეკლესია:

კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია აგებულია თენგიზ  კაპანაძის ქველმოქმედებით 1998  წელს 1999 წელს 13 თებერვალს   კვირაცხოვლის ეკლესია იკურთხა ჭიათურის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის აბრაამის მიერ.

წმინდა გიორგის ეკლესია (გულიაშვილების  უბანში)აგებულია სოფელ კორბოულში მცხოვრებ გია სისვაძის მიერ.

ჯვართამაღლების ეკლესია რომელსაც დასავლეთის კარიბჭის  თავზე თეთრ ქვაზე  შესრულებული წარწერა გვამცნობს „ ჟამსა ჭიატურის მთავარეპისკოპოსის აბრაამის მღვდელმთავრობისასა აღაშენა ეკლესია ესე ჯვართამაღლებისა ღვაწლითა და საფასითა  ბადრი,ფრიდონ და ლაშა  ტალახაძეებისაითა“   2001 წელი.

ადათ-წესები, ტრადიციები

სოფლისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „ბატონების“ ლოცვით, სიმღერით, ხონჩით, რიდითა და მოკრძალებით გაცილება. ხოლო დიდმარხვის პირველი ორშაბათი „ბატონების დღედ“, თეთრი ორშაბათის სახელითაა ცნობილი. ამ დღეს იმ ოჯახებში, სადაც პატარები არიან, ზეიმი იმართება. ეს დღე „უქმე“ დღედაც ითვლება. მაისის თვის მესამე ორშაბათს მოსახლეობა აღნიშნავს „კოხინჯრობის“ დღესასწაულს, რომელიც წარმართული დროიდან მოდის. (სეტყვისგან თავის დაცვა). გვალვის პერიოდში სოფლის ცხრა სხვადასხვა გვარის ქალი იკრიბება სოფლის გზაჯვარედინზე ცოცხებით, გვიან გზას და თან მღერიან:

გონჯა მოდგა კარებსა,

აბრიალებს თვალებსა

აღარ გვინდა გოროხი

ახლა გვინდა ტალახი.“

ამ სიმღერის შემდეგ ქალები ერთმანეთს წუწავენ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ გაწვიმდეს და კარგი მოსავალი მოვიდეს. წარმართობის დროინდელია ასევე „მარეშალობა“ რომელსაც ჩვენ სოფელში ხორციელის კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ. ოჯახის დიასახლისი ქათამს ორ დღეს არაფერს აჭმევს შემდეგ ქათამი იკვლება სახლში წმინდა ადგილზე. მის ხორცს ჭამს ოჯახის ყველა წევრი. ქათმის ბუმბული და ძვლები აუცილებლად უნდა დაიწვას. ტრადიცია ითვალისწინებს ოჯახში ფრინველის მომრავლებას.

ენა და დიალექტი

კორბოულის მცხოვრებთა მეტყველება განეკუთვნება ზემოიმერულ  დიალექტს, რომლის ბგერითი შედგენილობა არსებითად ახალი ქართულისებურია. სხვაობას იძლევა რამდენიმე ბგერა, რომელიც ამა თუ იმ ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენს.

ე-სრული რეგრესიული ასიმილაციით:

აეღო-ეეღო, დაემალა-დეემალა, გადაეტანა-გედეეტანა. ცვლილებას ვერ აბრკოლებს ვ-პირის ნიშანი: დავემალე-დევემალე და სხვა.

ე-ეე სრული რეგრესული ასიმილაციის საფუძველზე: მოეწონა-მეეწონა, მოვეწონე-მევეწონე, ხბორბი-ხბეები და სხვა.

აი, ოი – ეი ნაწილობრივ რეგრესული ასიმილაციის საფუძველზე: გაიტანა-გეიტანა, მოიტანა-მეიტანა და სხვა.

სოფლის მცხოვრებთა მეტყველებაში გვხვდება „დინამიური მახვილი ტონური მახვილის ელემენტებით.“ კითხვითი ნაცვალსახელის შემცველ წინადადებაში მახვილი მოუდის მასაც და ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან მეორე ხმოვანსაც: „ვინ თქვა ეგე?“, „რა გინდა შენე აქა?“ ზოგი თავისებურებით ხასიათდება მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნების I სერიის ფორმათა წარმოება: ვდგივარ, დგიხარ, დგია, ვჯდივარ, ვჯივარ, ჯდიხარ, ჯიხარ, ჯდია, ჯია, წვია, დვია და სხვა.

სამზარეულო

ჩვენი სოფლისათვის დამახასიათებელია ზემო იმერული სამზარეულო. აქედან აღსანიშნავია მწვანე და წითელი ლობიო ნიგვზით, მინდვრის ფხალი, ჯონჯოლი, ეკალა, პრასი ნიგვზით, კეცის მჭადი, ხაჭაპური, კეცზე შემწვარი წიწილა ნიორწყალში, წითელი ღვინო, დაძმარული სალატა, ტყემალი (წუა)

This slideshow requires JavaScript.

ხალხური რეწვა

კორბოულის მოსახლეობა ოდითგანვე მისდევდა შინა მრეწველურ საქმიანობას, მათ შორის საფეიქრო ხელოვნებას. ამას ხელს უწყობდა მეცხვარეობის განვითარება.  მატყლისაგან დამზადებული ქსოვილით ქსოვილით ოჯახსაც მოსავდნენ და ბაზარზეც გაჰქონდათ. ქართული მხატვრული ქსოვის ოსტატი იყო ბაბილინა ტალახაძე-სისვაძისა. იმერეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში ყველგანაა ბაბილინას მხატვრული ნაქსოვი ხალიჩები.

1979 წელს სიმონ ხითარიშვილმა – იმერეთის ეთნოგრაფიის დიდმა გულშემატკივარმა, ბაბილინას ოჯახში სტუმრად მიიყვანა ქუთაისის მხარეთმცოდნეობის დირექტორი, მწერალი ოტია იოსელიანი, არქეოლოგი ჯურხა ნადირაძე.

ამჟამად ბაბილინას საქსოვი დაზგა საჩხერის ისტორიულ მუზეუმში ინახება. კორბოულში ცნობილია ხალხური საკრავების, კერძოდ ფანდურების დამზადების შემსრულებელი ბატონი ზურაბ ღონღაძე.

სოფელში მუშაობს ხის მასალის დამუშავების საამქრო და სადურგლო ცეხი, სადაც ხის მასალიდან აკეთებენ სხვადასხვა სახის ნაკეთობებს. აქ დამზადებული კანკელი გამოყენებულია სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებში. ციხესთან ფუნქციონირებს ავეჯის სახლი „ჭაღარა“.

დღეისათვის სოფლის მოსახლეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. კერძოდ, მესაქონლეობა, მეცხვარეობა და მესიმინდეობა.

ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ

სოფელი კორბოული საჩხერის რაიონის დასახლებათა შორის ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. ჯერ კიდევ 1875 წელს საჩხერიდან მიღებულ კორესპოდენციაში გაზეთი „დროება“ იტყობინებოდა,რომ თავად როსტომ წერეთლის მამულში,სოფელ კორბოულში,წვიმის შემდეგ უნახავთ მიწაში ჩაგდებული თავდახურული ქოთნები და ერთი ქვაბი,რომელიც იქაურ გლეხებს ამოუღია.როგორც ჩანს საქმე სასამართლომდე მივიდა და იქ გლეხებს მხოლოდ ერთიო ძველი ფული – მანეთიანი და მძივები წარუდგენიათ და განუცხადებიათ,რომ ამის მეტი იმ ჭურჭელში არ იყო რაო. ეს ის პერიოდი იყო,როდესაც არქეოლოგია,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ახალი ფეხადგმული იყო საქართველოში. გაზეთი სთხოვდა ადგილობრივ მთავრობასჩვენი ისტორიის შესწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, გაეცა განკარგულება,რათა ნახული ნივთები მოეგროვებინათ და სადაც რიგია წარედგინათ,რადგან არა თუ ფული,არამედ ძველი,უბრალო ნივთებიც კი ღირებული და მნიშვნელოვანია არქეოლოგიისათვის.

კორბოულის არქეოლოგიური შესწავლისათვის მნიშვნელოვანი მასალებია მოპოვებული კორბოულში შემავალ გორაძირის დასახლებაში, სადაც 1967 წლის ივლისში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელ-ლი დ. თუშაბრამიშვილი) მიერ ჩატარდა გათხრები. რაზმში მონაწილეობდნენ მეცნიერ-თანამშრომლები : ე.გოგაძე და ც. დავლიანიძე. Continue reading