ენა და დიალექტი

კორბოულის მცხოვრებთა მეტყველება განეკუთვნება ზემოიმერულ  დიალექტს, რომლის ბგერითი შედგენილობა არსებითად ახალი ქართულისებურია. სხვაობას იძლევა რამდენიმე ბგერა, რომელიც ამა თუ იმ ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენს.

ე-სრული რეგრესიული ასიმილაციით:

აეღო-ეეღო, დაემალა-დეემალა, გადაეტანა-გედეეტანა. ცვლილებას ვერ აბრკოლებს ვ-პირის ნიშანი: დავემალე-დევემალე და სხვა.

ე-ეე სრული რეგრესული ასიმილაციის საფუძველზე: მოეწონა-მეეწონა, მოვეწონე-მევეწონე, ხბორბი-ხბეები და სხვა.

აი, ოი – ეი ნაწილობრივ რეგრესული ასიმილაციის საფუძველზე: გაიტანა-გეიტანა, მოიტანა-მეიტანა და სხვა.

სოფლის მცხოვრებთა მეტყველებაში გვხვდება „დინამიური მახვილი ტონური მახვილის ელემენტებით.“ კითხვითი ნაცვალსახელის შემცველ წინადადებაში მახვილი მოუდის მასაც და ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან მეორე ხმოვანსაც: „ვინ თქვა ეგე?“, „რა გინდა შენე აქა?“ ზოგი თავისებურებით ხასიათდება მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნების I სერიის ფორმათა წარმოება: ვდგივარ, დგიხარ, დგია, ვჯდივარ, ვჯივარ, ჯდიხარ, ჯიხარ, ჯდია, ჯია, წვია, დვია და სხვა.

დატოვე კომენტარი